ცხადდება რეგისტრაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისური ენის მცოდნე მე-5 კურსის სტუდენტებისთვის გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური სტაჟირების გასავლელად.
რეგისტრაცია იწარმოებს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 26 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით. (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზ.: 33, ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი 418)
გასაუბრება 20 მარტს 15:00 სთ.