მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავი შეხვედრა თსსუ-ში

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავი შეხვედრა თსსუ-ში

2019 წლის 7 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის -  ,,სამშობლო“ - ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება შეხვედრა, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას.

შეხვედრას დაესწრებიან უკრაინის და ბელორუსის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში,   სამხედრო ატაშეები, ქართველი სახელმწიფო და საზოგადოების წარმომადგენლები,  გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის წევრები, ასევე,  საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, სადისერტაციო დარბაზი.