მერაბ ტატიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

მერაბ ტატიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2025 წლის 16 მაისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება მერაბ ტატიშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „რეპროდუქციული ჯანმრთელობის მახასიათებლები საქართველოში მცხოვრებ, განსხვავებული დასაქმების სტატუსის მქონე ქალებში“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: 

ეკატერინე მირველაშვილი  - თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ანა სხვიტარიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი.

სამეცნიერო კონსულტანტი:

მარინა ციმაკურიძე  - თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოს და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

დავით გელოვანი  - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ბესარიონ ტყეშელაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

თამარ მაღულარია - მედიცინის აკადემიური დოქტორი.