მეტამეცნიერების საზაფხულო სკოლა აცხადებს მიღებას1

მეტამეცნიერების საზაფხულო სკოლა აცხადებს მიღებას1

BIH QUEST Center for Responsible Research და კოიმბრას უნივერსიტეტის EXCELScIOR ERA Chair მეტაკვლევითი გუნდი აცხადებენ მიღებას მეტამეცნიერების საზაფხულო სკოლაში - პრაქტიკული ტრენინგი - „კვლევა კვლევის შესახებ“

ტრენინგის ჩატარების ადგილი: გერმანია, ფრანკფურტ-ამ-მაინის მახლობლად

პერიოდი: 23–28 აგვისტო, 2026 წ.

საზაფხულო სკოლის მიზანია სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს მკვლევართა მხარდაჭერა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან:

კვლევის ხარისხის გაუმჯობესებით;

რეპროდუცირებადობის გაზრდით;

აკადემიური სიზუსტისა და გამჭვირვალობის გაძლიერებით.

პროგრამა მონაწილეებს გააცნობს მეტამეცნიერებას - კვლევის მიმართულებას, რომელიც სწავლობს თავად კვლევით პროცესს და მიზნად ისახავს სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესებას.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები:

იმუშავებენ მცირე ჯგუფებში გამოცდილ მეტამკვლევრებთან ერთად

შეიმუშავებენ მეტაკვლევით („კვლევა კვლევის შესახებ“) პროექტებს

დაიწყებენ კვლევის დიზაინის შექმნას, რომლებიც მიმართულია სამეცნიერო პრაქტიკის გაუმჯობესებაზე

მონაწილეობის პირობები

მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი სფეროს მკვლევრებს

მეტაკვლევაში წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის


განცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 მაისი, 2026

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://www.bihealth.org/en/notices/meta-science-summer-school-designing-and-conducting-studies-to-improve-research-1