მირანდა ჯაჭვაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

მირანდა ჯაჭვაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 23 მაისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, პირველი სართული) შედგება მირანდა ჯაჭვაძის  სადისერტაციო ნაშრომის – „სისხლში D ვიტამინის შემცველობა და მისი გავლენა სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების სიხშირესა და სიმძიმეზე საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამ პრობლემის ცნობადობა საქართველოს პოპულაციაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ქეთევან გოგბერაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის პედიატრიის #1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი 

ექსპერტები:

ეკატერინე უბერი - თსსუ-ის პედიატრიის #2 დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი 

ნინო ქიქოძე - თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური  დოქტორი

გიორგი ჩახუნაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.