„მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“ - არჩევითი კურსი მედიცინისა და ფარმაციის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის

„მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“ - არჩევითი კურსი მედიცინისა და ფარმაციის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჰანოვერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს DAAD SDG ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტს „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია ქართველ კურსდამთავრებულებს საშუალება მისცეს, წარმატებით ჩააბარონ ცნობილ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებზე. 

პროექტი ითვალისწინებს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამისა და ფარმაციის სამაგისტრო პროგრამების სასწავლო  კურიკულუმებში არჩევითი კურსის ჩართვას, რომელიც მოამზადებს სტუდენტებს შემდგომი ინდივიდუალური კვლევითი პროექტებისთვის. კურსზე რეგისტრირებულ სტუდენტთა შორის აირჩევა ყველაზე პერსპექტიული კანდიდატები, რომლებიც შეძლებენ: 1) ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში ყოველწლიურ LISA საზაფხულო აკადემიაში მონაწილეობასა და 2) 6-თვიანი ინდივიდუალური კვლევის პროექტის განხორციელებას თსსუ-ში. 

არჩევით კურსზე  „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“ დარეგისტრირება შეეძლებათ  დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის მერვე სემესტრის და ფარმაციის სამაგისტრო პროგრამების მეორე სემესტრის სტუდენტებს. კურსზე დარეგისტრირებული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან. 

რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას განთავსდება 2024 წლის იანვარში.