ნათია ბოკუჩავას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ნათია ბოკუჩავას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 12 მარტს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნათია ბოკუჩავას სადისერტაციო ნაშრომის – „საქართველოში გავრცელებული საფერავის ჯიშის ვაზის ყლორტების პოლიფენოლების გავლენა სტატინების ფარმაკოკინეტიკასა და ჰიპოლიპიდემიურ ეფექტზე“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

თამაზ მურთაზაშვილი - თსსუ-ის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სამეცნიერო კონსულტანტი;

ნიკოლოზ გონგაძე - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ექსპერტები:

ლაშა ბაკურიძე - თსსუ-ის  ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

თამაზ ჭუმბურიძე - თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური  დოქტორი;

დავით ჭინჭარაძე - თსსუ-ის ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.