2023 წლის 2 მარტს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნატო ასათიანის სადისერტაციო ნაშრომის – „ეფედრონის ჯგუფის კუსტარულად დამზადებული ფსიქოსტიმულატორების მომხმარებელთა კლინიკურ-დიაგნოსტიკური მახასიათებლებისა და „ჯეფის“ მოხმარებით გამოწვეული აშლილობების მკურნალობის პროცესში პრეპარატ თიოგამას ეფექტურობის შესწავლა“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ხათუნა თოდაძე - თსსუ-ის ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
ირინა ამნიაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი
ექსპერტები:
ომარ სამუშია - თსსუ-ის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
ნინო ნანეიშვილი - თსსუ-ის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი;
გვანცა ფირალიშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი.