ნინო თორიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ნინო თორიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 8 თებერვალს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნინო თორიას სადისერტაციო ნაშრომის – „რადიოსიხშირული თერმული აბლაციის გავლენა პანკრეასის ინოპერაბელური კიბოს მქონე პაციენტების იმუნურ პასუხზე“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

თინათინ ჩიქოვანი - თსსუ-ის იმუნოლოგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მალხაზ მიზანდარი - თსსუ-ის ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ექსპერტები:

გრიგოლ ნემსაძე - თსსუ-ის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ქეთევან მაჭავარიანი - თსსუ-ის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

მერაბ კილაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ქირურგიის №1 კათედრის გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.