2024 წლის 27 თებერვალს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება ნინო კრავეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის – „MTHFR გენის C677T პოლიმორფიზმთან ასოცირებული ეპიგენეტიკური ცვლილებები და მისი კავშირი შაკიკის განვითარების რისკთან საქართველოს პოპულაციაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ელენე აბზიანიძე - თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ეკა კვარაცხელია - თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
ნათელა ოკუჯავა - თსსუ-ის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ექსპერტები:
მაია ბერიძე - თსსუ-ის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკისა და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ნინო სიგუა - სამედიცინო-კვლევითი ცენტრი „გენეზისი“-ს ხელმძღვანელი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ააიპ პერინატოლოგია, კლინიკური გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
შორენა ვაშაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.