2026 წლის 23 დეკემბერს, 16:00 საათზე შედგება ნინო ქურიძის სადისერტაციო ნაშრომის - „სტეროიდის, სილიკონის, პოლისილოქსანის და ჰეპარინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ეფექტურობის შესწავლა პოსტოპერაციულ ნაწიბურზე ექსპერიმენტში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ლუიზა გაბუნია - თსსუ-ის კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
სოფიო გიორგაძე - თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
ქეთევან ღამბაშიძე - თსსუ-ის პათფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ექსპერტები:
ნიკოლოზ გონგაძე - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ნანა კიკალიშვილი - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ივა კუზანოვი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #2 საკონფერენციო დარბაზი.