ნინო სუხიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ნინო სუხიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 26 მარტს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ნინო სუხიშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „საქართველოში მოზარდი P. macrocalyx-ის, P. woronowii-ის და P. saguramica-ს ფიტოქიმიური შესწავლა და ბიოლოგიური შეფასება“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ლაშა მსხილაძე - თსსუ-ის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

კარენ მულკიჯანიანი -  თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

მაია ოკუჯავა - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

სოფიო გოქაძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

ბელა კიკალიშვილი - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ლიპიდების და ანტრაქინონების მიმართულების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.