მულტიდისციპლინური  კონფერენცია ბიომედიცინაში - Biomed - 2019

მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიომედიცინაში - Biomed - 2019

2019 წლის 18-19 მაისს  ბათუმში, ციხისძირში, სასტუმრო „Castello Mare“-ში გაიმართება საერთაშორისო მულტიდისციპლინური  კონფერენცია ბიომედიცინაში “Biomed - 2019”. კონფერენცია მიეძღვნება ბიომედიცინის აქტუალურ საკითხებს.

ღონისძიების  ორგანიზატორები არიან:  ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საერთაშორისო რეოლოგთა საზოგადოება 

ღონისძიების თემატიკას წარმოადგენს:

• მულტიდისციპლინური მიდგომა თანამედროვე მეცნიერებაში

• პოლიპროფილური მედიცინა

• ბიომედიცინა, ბიორეოლოგია, ბიოტექნოლოგია

• ბიოქიმია და ბიოფიზიკა ფუნდამენტურ და კლინიკურ მედიცინაში. მიკრო- და ნანობიომექანიკა

• ინოვაციური მეთოდები. ბიოლოგიური, მათემატიკური და პროგრამული მოდელირება. ბიოინფორმატიკა

• ეკონომიკური ასპექტი ბიომედიცინაში. ციფრული მედიცინა. Blockchain და Python მედიცინაში

• ბიომასალების როლი ბიომედიცინაში

• თეორიული, კლინიკური და ეკოლოგიური ტოქსიკოლოგია

• რადიოლოგია და რადიაციული უსაფრთხოება

• საკვები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ფარმაკოპრეპარატები და ჯანმრთელობა

• თავის ტვინი, მისი ფუნქციები და რეგულაციები:

 - ძილ-ღვიძილის ციკლი

 - ტკივილი და ანალგეზია 

- ქცევა და კოგნიტური ფუნქციები 

- სტრესი 

- ექსპერიმენტული და კლინიკური ნევროლოგია 

- ნეიროფიზიოლოგია 

- ულტრა- და ნანოარქიტექტონიკა

• უჯრედების შიგთავსის და მემბრანის სტრუქტურა. უჯრედების აგრეგაციის და მემბრანის დეფორმაციის მექანიზმები. გენომი

• სისხლი, სისხლის მიმოქცევა, სისხლის დენადობა ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში

• თრომბების და სტაზების ფორმირება

• თეორიული ჰემოდინამიკა და ჰემორეოლოგია

• კლინიკური ჰემორეოლოგია (კარდიოვასკულური, ნევროლოგიური, ონკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს)

• ნავთობპროდუქტების, ზეთების, სასურსათო, სამშენებლო მასების რეოლოგია

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პლენარული და სექციული სხდომები, მრგვალი მაგიდა, B2B (საშუამავლო ღონისძიება), გამოფენა. ახალგაზრდა მკვლევარების და სტუდენტების მოხსენებებს დაეთმობათ სპეციალური სესია. 

თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 1 მარტი

თეზისების გაფორმების წესი და დეტალები სარეგისტრაციო მოსაკრებელის შესახებ იხილეთ საიტზე: biomedicine2019

თეზისების გამოგზავნა შეგიძლიათ е-mail-ზე: biomedicine.med@gmail.com ან საიტის მეშვეობით biomedicine2019.

საორგანიზაციო კომიტეტის მისამართია: ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, 0160, თბილისი, საქართველო, გოთუას ქ. 14, ოთახი #101 ან #801.