ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორ იურგენ ზაიდენბერგის ლექციათა ციკლი თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორ იურგენ ზაიდენბერგის ლექციათა ციკლი თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2023 წლის 10 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და გერმანიის პედიატრთა და მოზარდთა მედიცინის ასოციაციას შორის არსებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევა ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი იურგენ ზაიდენბერგი, რომელიც სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის  თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ლექციებს წაიკითხავს:

10 აპრილი,  12.00 - ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია/ქვედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია;

11 აპრილი, 12.00 - რესპირატორული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები;             

12 აპრილი, 12.00 -  ფილტვის ფუნქციური სინჯების თეორიული საფუძვლები/ბრონქოსკოპია - შესავალი;

13 აპრილი, 12.00 - ვიზინგი სკოლამდელი ასაკის ბავშვებში/ ქრონიკული ხველა;                                               

18 აპრილი, 12.00 -  პნევმონია, საფუძვლები;                   

19 აპრილი, 12.00 -  რესპირატორული სისტემის დისფუნქციის ნიშნები/ ფსიქოგენური ხველა და ხმოვანი იოგების დისფუნქცია VCD (ვიდეო მასალით);                                                

20 აპრილი, 12.00 -  ფილტვის დიფუზური დაავადება -  ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტის 3 შემთხვევა;

21 აპრილი, 12.00 -  ცისტური  ფიბროზი - შესავალი.

მისამართი: ლუბლიანას ქუჩა, N21. თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის აუდიტორია (II სართული).