2026 წლის 18 ნოემბერს, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია, თემაზე - „ჯანსაღი დღეგრძელობა: მედიცინისა და საზოგადოების გადააზრება, პრევენცია, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და საქართველოს როლი“.
საჯარო ლექციას წარუძღვება პარიზის დესკარტეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორი მარვინ ედეასი.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, III საკონფერენციო დარბაზი.