2026 წლის 15 მაისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება პაატა ჟორჟოლიანის სადისერტაციო ნაშრომის - „ენდომეტრიუმის მიკროგარემოს ჰორმონული, პროლიფერაციულ-აპოპტოზური და ადგილობრივი იმუნური რეაქციების თავისებურებები ენდომეტრიუმის სიმსივნისწინარე და სიმსივნურ პათოლოგიებში“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ზაზა ბოხუა - თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
რემა ღვამიჩავა - თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
თამარ სალაძე - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
გიორგი თევდორაშვილი - თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.