პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელი  იწყება 23 სექტემბერს.

პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ვაჟა-ფშაველას N33) იწარმოებს 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით. 

რეგისტრაციისას, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე (განაცხადი უნდა გაკეთდეს ადგილზე);

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);

ორი ფერადი ფოტოსურათი (3x4-ზე) და შესაბამისი ელექტრონული ვერსია; 

პირადობის მოწმობის ასლი;

სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირველი სემესტრის თანხა).

არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).

დეტალებისთვის დაუკავშირდით ფაკულტეტებს:

მედიცინის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 05 /06

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა + 995 32 254 25 77

სტომატოლოგიის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 01 /02

ფარმაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 36

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 19

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 08

საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები + 995 32 254 24 07

საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი TRESGE22

სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289

საიდენტიფიკაციო კოდი 211328703 

ბრძანება ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ იხილეთ აქ