თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელი დაიწყება 20 სექტემბერს.
პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 8 სექტემბერიდან 24 სექტემბერის ჩათვლით.
რეგისტრაცია ნიშნავს, როგორც დისტანციურად, ელექტრონული წესით - ონლაინ-პლატფორმაზე https://sms.tsmu.edu/registration, ასევე, არადისტანციურად, (პირველსემესტრელთა ინტერესების გათვალისწინებით), უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:
• განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
• ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციისა, სრულად ვაქცინირებულმა (ორი დოზით აცრილები) პირველსემესტრელებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი: COVID-19-ის ბარათი QR კოდით.
პირველსემესტრელ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ გახსნილი ელექტრონული ფოსტა ონლაინ პლატფორმაზე - gmail.com
არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).
დეტალებისთვის დაუკავშირდით ფაკულტეტებს:
მედიცინის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 05 /06
სტომატოლოგიის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 01 /02
ფარმაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 36
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 19
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 08
საექთნო საბაკალავრო და პროფესიული პროგრამები: + 995 32 254 24 07
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE22
სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289
საიდენტიფიკაციო კოდი 211328703