პროფესორ იუჯინ მინევიჩის ლექცია და ოპერაციები თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

პროფესორ იუჯინ მინევიჩის ლექცია და ოპერაციები თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2019 წლის 17 ოქტომბერს 11.00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევა, ოჰაიოს შტატის (აშშ)  ქალაქ ცინცინატის პედიატრიული კლინიკის, ბავშვთა უროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, ამერიკის ბავშვთა უროლოგთა ასოციაციის  გენერალური მდივანი, პროფესორი იუჯინ მინევიჩი, რომელიც წაიკითხავს ლექციას - ‘’ მწვავე სკროტუმის მართვის თანამედროვე მიდგომები ბავშვთა ასაკში’’.
იმავე დღეს  პროფესორი მინევიჩი თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ურონეფროლოგიური პედიატრიული პაციენტებისთვის ჩაატარებს  კონსულტაციებს.

მისამართი: ლუბლიანას N 21.