საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ განხორციელებაში მონაწილეობენ ფრანგული მხარის, მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის „უნიმენი“ პროფესორები.
როგორც გასულ წელს, წელსაც, 30.04-დან 4.05-ის ჩათვლით ჰოსპიტალური მენეჯმენტის აქტუალური საკითხების შესახებ ლექციებს წაიკითხავს პროფესორი რობერტ მიჩიტი (Robert Michit).
ლექციები ჩატარდება დღის 12 სთ-ზე, პირველ კორპუსში, ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტში.