ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

2026-2027 სასწავლო წლის პირველი (საშემოდგომო) სემესტრისათვის თსსუ-ის საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის  7 სექტემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრამდე.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

  1. განცხადება ჩარიცხვის თაობაზე;
  2. პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
  3. იმ  უსდ-დან, სადაც პირმა გაიარა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა,  ჩარიცხვისა და დამთავრების ბრძანებების დამოწმებული ასლები;
  4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი (დედანი და ასლი);
  5. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
  6. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
  7. ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4) და მისი ელექტრონული ვერსია.