რეციპროკაციის ფილოსოფია და ახალი რეციპროკული სისტემის R-Pilot-ის შესაძლებლობები და ეფექტურობა, პირველადი და განმეორებითი ენდოდონტია, არხთა ობტურაცია

რეციპროკაციის ფილოსოფია და ახალი რეციპროკული სისტემის R-Pilot-ის შესაძლებლობები და ეფექტურობა, პირველადი და განმეორებითი ენდოდონტია, არხთა ობტურაცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,  საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისა და კომპანია New Line Dental-ის ორგანიზებით ამა წლის 2 მაისს იმართება სტომატოლოგთა მე-4 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: "რეციპროკაციის ფილოსოფია და ახალი რეციპროკული სისტემის - R-Pilot-ის შესაძლებლობები და ეფექტურობა, პირველადი და განმეორებითი ენდოდონტია, არხთა ობტურაცია".

ლექციას კითხულობს ამერიკის და ევროპის ენდოდონტიის ასოციაციის წევრი, ფერარას უნივერსიტეტის ენდოდონტიის დეპარტამენტის პროფესორი და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექიმი,  ენრიკო კასაი (იტალია).

უკვე მეოთხე წელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, რეზიდენტებს, პრაქტიკოს სტომატოლოგებთან ერთად საშუალება ეძლევათ მოისმინონ მსოფლიოს სახელგანთქმული სპიკერების ლექცია ენდოდონტიაში. პროფესორ ენრიკო კასაის ხედვა ოდონტოლოგიის ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაში ემთხვევა სტომატოლოგიაში იტალიური სკოლის Stile Italiano-ს კონცეფციას.

მოხარულნი ვართ, რომ პროფესორების ნიკოლა გრანდეს, ჟან-ლუკა პლოტინოს და ლეანდრო პერეირას შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საშუალება ეძლევა უმასპინძლოს ენდოდონტიაში ფერარას უნივერსიტეტის თვალსაჩინო წარმომადგენელს, პროფესორ ენრიკო კასაის.