28-29 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (1997-2003), გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი რეზო ჯორბენაძე ლექციათა კურსს ჩაატარებს.
ლექციის თემა: გულის თანდაყოლილი მანკები მოზრდილობის ასაკში - კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
რეზო ჯორბენაძე არის ალბშტატისა და ბალინგენის ტუბინგენის უნივერსიტეტთან აფილირებული კლინიკის (Zollernalb Klinikum Albstadt/Balingen) კარდიოლოგიური და ანგიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი (Chefarzt), მას აქვს 20 წლიანი კლინიკური გამოცდილება კარდიოლოგიურ ქირურგიაში, უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციები, დაცული აქვს სადოქტორო ნაშრომი (გერმანიაში) და გამოქვეყნებული აქვს არერთი სამეცნიერო ნაშრომი მაღალი იმფაქტის მქონე ჟურნალებში.
ლექცია განკუთვნილია ექიმებისა და რეზიდენტებისთვის.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II საკონფერენციო დარბაზი.