რიგგარეშე მობილობა თსსუ-ში  შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის

რიგგარეშე მობილობა თსსუ-ში შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის

2023–2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების რიგგარეშე მობილობა განხორციელდეს დადგენილი წესით რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ  ვაკანტურ ადგილებზე:

1)  დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) - 630 ადგილი;

2)  დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო  განათლება ) – 20 ადგილი;

3) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამაზე - 10 ადგილი;

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის (ქართულ-ფრანგული) საბაკალავრო პროგრამაზე -  10 ადგილი;

4)  ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე (ქართულენოვანი) – 30 ადგილი;

5) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე (ქართულენოვანი) - 20 ადგილი;

6)  საექთნო საქმის საბაკალავრო ქართულ-ავსტრიულ  პროგრამაზე – 10 ადგილი;

7)  სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე – 10 ადგილი;

 გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველებმა თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში 2023 წლის 24 ივლისიდან პირველი აგვისტოს  ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
  2. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
  4. სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/ფაკულტეტის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);
  5. ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული  სტუდენტების, ასევე,  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტების პირადი საქმის დამოწმებული ასლები სრულყოფილად,(ჩარიცხვის ბრძანება,განმეორებით მობილობის შემთხვევაში თავდაპირველი ჩარიცხვის ბრძანება) სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანება;
  6. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების შემთხვევაში,აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
  7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
  8. 2 ფერადი ფოტო სურათი (3x4 ელექტრონული ვერსია).

    2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან  შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ