რუმინეთის მთავრობა აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად

რუმინეთის მთავრობა აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად

რუმინეთის მთავრობა, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიის „Eugen Ionescu“ მოსაპოვებლად 2025–2026 აკადემიური წლისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებსა და აკადემიური კვლევითი საქმიანობის მქონე მეცნიერ-მასწავლებლებს.

„ეჟენ იონესკუს“ მობილობის პროგრამა საშუალებას აძლევს ფრანგულენოვან მკვლევრებსა და მასწავლებლებს განავითარონ პროფესიული კომპეტენციები რუმინეთში, AUF-ის წევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მობილობის პერიოდი: 2026 წლის 1 მაისი – 2026 წლის 31 ივლისი

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 ნოემბერი

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bourses-ei@auf.org

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: