2025 წლის 11 ივნისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება საბა ჟიჟილაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „კუჭის კიბოს დიაგნოზის მქონე პირთა ინდივიდუალური მახასიათებლების, დაავადების ჰისტო-პათოლოგიური თავისებურებების და ჩატარებული მკურნალობის მეთოდების გავლენა პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებლებზე“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ირაკლი მჭედლიშვილი - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ნატალია ჯანყარაშვილი - ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
ეკა დგებუაძე - თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ქიმიოთერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
მარინა გიორგობიანი - თსსუ-ის ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ლილი ლომთაძე - თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.