მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მომსახურების გამარტივებისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით სს „პსპ დაზღვევამ“ სპეციალურად თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში დაზღვეული პირებისთვის მომსახურების ონლაინ სისტემასთან ერთად დანერგა კურიერის მომსახურება და ასანაზღაურებელი თანხის ადგილზე მიღება სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტის გარეშე.
კონტრაქტის პირობების შესაბამისად დაზღვეული თუ განახორციელებს სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანგარიშსწორებას კლინიკაში, სადაზღვევო კომპანიაში მომსახურების ასანაზღაურებლად სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დასკანერებული სახით შემდეგ ელ.მისამართზე: online@ipsp.ge; სადაზღვევო კომპანიის წარმომამდგენლის მიერ მოხდება დოკუმენტაციის დამუშავება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას (დასტური სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე) თუ დაზღვეული იმყოფება ქ. თბილისში და ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს არანკლებ 100 ლარს და არაუმეტეს 500 ლარს, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი დაზღვეულს შესთავაზებს კურიერის შეთანხმებულ ადგილზე ვიზიტს და ასანაზღაურებელი თანხის ადგილზე გადაცემას ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე შესაბამის სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის მიღების შემდგომ.
თანხის გადაცემა შესაძლებელია სრულწლოვან დაზღვეულზე, ძირითად დამზღვევზე, არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - მშობლებზე. ანაზღაურება მოხდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და დედანი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე სამუშაო საათებში ქ. თბილისის მასშტაბით.
გთხოვთ, აცნობოთ „პსპ დაზღვევის“ ზემოაღნიშნული სერვისის შესახებ თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში დაზღვეულ პირებს, რათა შევძლოთ მაქსიმალურად გავუმარტივოთ სადაზღვევო მომსახურების მიღება.
პატივისცემით
სოფო ქავთარაძე
კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი