სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და რეზიდენტებისთვის.
ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (დღის და ღამის ცვლაში)
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
- კონსულტაციის გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
- ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში ფიქსირება;
- დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება, ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა;
- პროგრამული ასახვა;
- სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (შესაძლებელია, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა.
აუცილებელი უნარები:
- გამართული მეტყველება;
- კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kachibaia@unison.ge
ან მიმართეთ თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს შემდეგ მისამართზე: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ტელ.: 577 55 15 05.