2018 წლის 29 ივნისს 16:00 საათზე, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში შედგება ალექსანდრე ცერცვაძის სადისერტაციო ნაშრომის "კოლხეთის დაბლობის სფაგნუმიანი ტორფიანი პელოიდების ფიზიკურ-ქიმიური და ფარმაკოტექნოლოგიური შეფასება" საჯარო დაცვა, ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: დალი ბერაშვილი – თსსუ-ის ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის მიმართულების პროფესორი; იზოლდა მაჭუტაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; ექსპერტები – ნანა გორგასლიძე – ფარმაციის აკადემიური დოქტორი; ლია წიკლაური – ფარმაციის აკადემიური დოქტორი; მალხაზ ჯოხაძე – ფარმაციის აკადემიური დოქტორი.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. N-33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზი