საერთაშორისო კონფერენცია „იშვიათი შემთხვევები ბავშვთა ნევროლოგიაში“ თსსუ-ში

საერთაშორისო კონფერენცია „იშვიათი შემთხვევები ბავშვთა ნევროლოგიაში“ თსსუ-ში

საერთაშორისო კონფერენციას – „იშვიათი შემთხვევები ბავშვთა ნევროლოგიაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2026 წლის 20–21 მარტს უმასპინძლებს. 

კონფერენციის ფარგლებში, განხილული იქნება ბავშვთა ნევროლოგიაში იშვიათი და რთული კლინიკური შემთხვევები,  დიაგნოსტიკა და მართვის თანამედროვე მიდგომები.  პროგრამა მოიცავს თემატურ მოხსენებებს, კლინიკური ქეისების ანალიზსა და პროფესიულ დისკუსიებს. 

კონფერენცია განკუთვნილია:

ბავშვთა ნევროლოგებისთვის;

საოჯახო მედიცინის ექიმებისთვის;

პედიატრებისთვის;

ნეონატოლოგებისთვის;

ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის ექიმებისთვის

ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და რეაბილიტოლოგიის სპეციალისტებისთვის.

კონფერენცია გააერთიანებს დარგის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპეციალისტებს. სპიკერების სახით მოწვეულნი არიან საერთაშორისო აკადემიური სივრცის აღიარებული წარმომადგენლები:

პროფესორი მარია რობერტა ცილიო -  ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ლუვენი, ბელგია);

პროფესორი ბარბარა პლეჩკო -  გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი (გრაცი, ავსტრია);

ილონა ანა კოპიტა - სილეზიის სამედიცინო უნივერსიტეტი (კატოვიცე, პოლონეთი)

კონფერენცია აკრედიტებულია უპგს 12 ქულით. რეგისტრირებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. 

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tsmu.edu/bn/

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა:  i.kugoti@tsmu.edu

ტელეფონი: +995 599 32 70 32