საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობის ეკოლოგიური რისკის  მართვის თანამედროვე  მიდგომები ურბანულ ზონებში

საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობის ეკოლოგიური რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ურბანულ ზონებში

2017 წლის 7-8 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია -„ჯანმრთელობის ეკოლოგიური რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ურბანულ ზონებში (სისტემებში)“ .
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დარგში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტები და ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები. განხილული იქნება ურბანული სისტემებისათვის დამახასიათებელი ეკოლოგიური რისკის ტიპური ფაქტორები, მათ ზემოქმედებასთან ასოცირებულ დაავადებათა პათოგენეზის საკითხები, ურბანულ ზონებში ჯანმრთელობის ეკოლოგიური საფრთხის წყაროების იდენტიფიკაციის, ჯანმრთელობის რისკის შეფასების და მათი პრევენცია-მინიმიზაციის თანამედროვე მიდგომები და საქართველოში მათი დანერგვის ოპტიმალური გზები.

იხ. კონფერენციის პროგრამა

მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი N 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, სხდომათა დარბაზი.