საერთაშორისო კონფერენცია - რადიაციული რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ურბანულ ზონებში (სისტემებში)

საერთაშორისო კონფერენცია - რადიაციული რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ურბანულ ზონებში (სისტემებში)

2021 წლის 16 ნოემბერს, (12:30 - 17:00) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ივანე ბერიტაშვილის ექპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია - "რადიაციული რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ურბანულ ზონებში (სისტემებში)".

კონფერენციაზე განიხილება რადიაციული რისკების შეფასებისა და მართვის თანამედროვე პრობლემატიკა, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალთა მომზადება-გადამზადების საკითხები:

მედიცინაში (რადიოთერაპია, დიაგნოსტიკური რადიოლოგია) დოზებისა  და რისკების მართვის მეთოდოლოგიური საკითხები, მათ  შორის, რადიაციული ზემოქმედების შორეული ქსოვილოვანი ეფექტების პროგნოზისა და მონიტორინგის  თანამედროვე მიდგომები. 

რადიაციულ დაცვაში მედიცინისა და ჯანდაცვის პროფესიონალთა მომზადებისა და ტრეინინგების  ინფრასტრუქტურისა და სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფის   შემდგომი განვითარების საკითხები;

COVID-19 პანდემიის პირობებში სხივური ვიზუალიზაციის მეთოდების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების საკითხები;

რადიაციულ რისკებთან მიმართებაში მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების  გზები.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, პირველი სართული, „საბჭოების სხდომათა დარბაზი“.