მალაიზიის უმაღლესი განათლების სამინისტროსა და მალაიზიის უნივერსიტეტის Sultan Idris Education University (UPSI)-ის ორგანიზებით გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი Global Educator Award (GEA) 2026.
Global Educator Award (GEA) 2026 წარმოადგენს გლობალურ ინიციატივას, რომლის მიზანია განათლების სფეროში მოღვაწე გამორჩეული პროფესიონალების, მკვლევრების, საგანმანათლებლო ლიდერების, ინოვატორებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღიარება და წახალისება. კონკურსი გამოავლენს იმ პირებსა და ინსტიტუციებს, რომლებიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ განათლების განვითარებასა და საზოგადოების ტრანსფორმაციის პროცესში.
კონკურსი მოიცავს 10 საკონკურსო კატეგორიას, მათ შორის:
- დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო;
- საგანმანათლებლო ლიდერის ჯილდო;
- განათლების მეცნიერებებში გამორჩეული მკვლევარის ჯილდო;
- სხვადასხვა მიმართულებებს.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივლისი.
სარეგისტრაციო ბმული: https://gea.upsi.edu.my/
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GEA 2026-ის საორგანიზაციო კომიტეტს ელექტრონულ მისამართზე: gea@upsi.edu.my