საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა- კონფერენცია -  მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებებში

საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა- კონფერენცია - მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებებში

2022 წლის 9-11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია „ბიოსამედიცინო  და კლინიკური მეცნიერებების გამოწვევები“

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე, მოწვეულ მასწავლებლებს, მკვლევარებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს.

ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი (IKSAD, თურქეთი).

კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირება და  აბსტრაქტების გამოგზავნა იწარმოებს  2022 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.