2026 წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ცენტრალური აზიის უნივერსიტეტში, ქალაქ ტაშკენტში (უზბეკეთი), გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიადა „Medicine of the Future 2026“, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების მედიცინის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტებს.
აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას, პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და აკადემიური მიღწევების წარმოჩენას.
ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეეჯიბრონ მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებს, ექსპერტების ხელმძღვანელობით იმუშაონ რეალურ კლინიკურ შემთხვევებზე და საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ საკუთარი უნივერსიტეტი.
პროგრამა მოიცავს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ნახევარფინალურ და ფინალურ ეტაპებს, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება. ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაგეგმილია დაჯილდოების ცერემონია და პროფესიული სესია.
ოლიმპიადის გამარჯვებულისთვის დაწესებულია მთავარი პრიზი - 40 000 აშშ დოლარი.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა მონაწილეობა უნდა დაადასტურონ 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ საინფორმაციო ფაილს.
საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა სტუდენტებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, შეაფასონ საკუთარი ცოდნა, განივითარონ პრაქტიკული უნარები და დაამყარონ პროფესიული და აკადემიური კავშირები საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებასთან.