თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის,მენეჯმენტის,პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტი, 31-იანვრიდან-3 თებერვლის ჩათვლით, ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ჯანდაცვა 21 საუკუნეში“ რომელიც ეძღვნება დეპარტამენტის 90 წლისთავს.
კონფერენცია მულტიდისციპლინურია (ნაშრომები შეიძლება წარმოდგენილი იქნას მედიცინის ყველა სფეროდან).
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სტუდენტებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს,
კონფერენცია ჩატარდება ქალაქ ტრაპზონში (თურქეთი).
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმებია - ზეპირი მოხსენება, პოსტერი.
სტატიები, უფასოდ, დაიბეჭდება კონფერენციის ელექტრონულ შრომათა კრებულში.
კონფერენციაზე რეგისტრაციისა და ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა - 2019 წლის 20 იანვარი.
მონაწილეობისათვის გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
Irine.zarnadze@yahoo.com
დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის,მენეჯმენტის,პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტს.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, პირველი სასწავლო კორპუსი, მესამე სართული.