თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრების ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ინგლისურ ენაში.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია მედიცინის ფაკულტეტის V-VI სემესტრის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ სამედიცინო დარგობრივ ინგლისურ ენასა და ტერმინოლოგიას C1 დონეზე.
ოლიმპიადა ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი - ( მოსმენა, კითხვა, ენის პრაგმატული გამოყენება, წერა)
გაიმართება - 21 მარტს, 10:00 საათზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე-8 სართულზე.
მეორე ეტაპი - (პრეზენტაციის წარდგენა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მითითებულ სამედიცინო თემატიკაზე)
გაიმართება - 16 მაისს და მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც პირველ ეტაპზე მაქსიმალური 100 ქულიდან 80%-ზე მეტს მოიპოვებენ.
რეგისტრაცია - 18 მარტის ჩათვლით.
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ