შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსთან (NARD) თანამშრომლობით აცხადებს 2024 წლის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსს.
კონკურსის მიზანია :
• მეცნიერების სფეროში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარება;
• ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.
პროექტის წარდგენის ბოლო ვადა - 2024 წლის 25 ოქტომბერი.
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ