შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2025 წლის კონკურსს.
კონკურსის მიზანია:
შეარჩიოს და დააფინანსოს ორიგინალური კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს: ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული, კონკრეტული, პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად; ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარების, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირების ან/და გამოყენების დემონსტრირების გზით. კვლევა უნდა იყოს ექსპერიმენტულ განვითარებაზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლებაზე, კომერციალიზაციაზე ან ინდუსტრიალიზაციაზე ორიენტირებული. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჭკვიანი სპეციალიზაციის გაძლიერებასა და მეცნიერების ეფექტიან ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
რეგისტრაციის გრაფიკი:
- ელექტრონული რეგისტრაცია - 2025 შლის 12 თებერვლიდან - 14 მარტის 16:00 საათამდე.
- ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2025 წლის 31 მარტი, 18:00 საათამდე.
ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები:
- 19 თებერვალი,15:00 საათი
- 10 მარტი,15:00 საათი
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ: