შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, აცხადებს 2025 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზანია:
მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საპროექტო განაცხადის ტიპი - ინსტიტუციური, ჯგუფური
ელექტრონული რეგისტრაცია - 2025 წლის 8 მაისიდან - 30 მაისის 18:00 საათამდე
ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2025 წლის 5 ივნისის 18:00 საათამდე.
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ