საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს ერთობლივ სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის. კონკურსის მიზანია წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.  

 საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური

 რეგისტრაციის გრაფიკი:

ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 29 მაისიდან - 27 ივნისის 16:00 საათამდე;

რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში – 2025 წლის 30 ივნისის 17:00 საათამდე;

 ონლაინ  საინფორმაციო შეხვედრები (შეხვედრის ბმული განთავსდება მოგვიანებით): 

6 ივნისი  - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული

17 ივნისი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული

კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ: