საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის - ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა

საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის - ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტებისთვის. კონკურსის მიზანია სტუდენტების განათლების მხარდაჭერა და გაძლიერება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს — უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.

კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 180 000 ლარს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 15 000 ლარია.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 11 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით საგრანტო პროექტების მართვის დეპარტამენტს: n.karalashvili@youthagency.gov.ge.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: