თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) 2 აპრილს, 16:00 საათზე გიწვევთ საჯარო ლექციაზე - „ეპიდაფეთქებებზე რეაგირების გამოცდილება - გზა გამოყენებითი საველე ეპიდემიოლოგიისკენ“.
ღონისძიების მიზანია ეპიდაფეთქებების გამოვლენის, კვლევისა და კონტროლის პროცესში ეპიდემიოლოგიური მეთოდების გამოყენების ეფექტურობასა და თეორიული ცოდნის პრატიკაში გამოყენების მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შეხვედრაზე განსაკუთრებულ ყურადღება დაეთმობა მიზნის მისაღწევად მრავალდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელობას - ეპიდემიოლოგების, ლაბორატორიის სპეციალისტების, კლინიცისტების, კომუნიკაციის ექსპერტებისა და პოლიტიკის შემოქმედების ერთობლივად მუშაობას.
მომხსენებლები მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ორ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე - როგორ ხდება სხვადასხვა გლობალურ გარემოში განხორციელებული ეპიდაფეთქებების მართვა და როგორ რეაგირებს ჯანდაცვის სისტემა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ეპიდაფეთქებებზე.
მთავარი მომხსენებლები:
• დოქტორი ბენჯამინ პარკი – გლობალური ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, CDC
• დოქტორი ერიკ ძიუბანი – საერთაშორისო მისიების მხარდაჭერის ასოცირებული დირექტორი, გლობალური ჯანმრთელობის ცენტრი, CDC
• დოქტორი თინათინ მანჯავიძე – მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი, NCDC; საველე ეპიდემიოლოგიის პროგრამის ტექნიკური ლიდერი
• ანა ტატულაშვილი – საგანგებო მზადყოფნისა და რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელი, NCDC
ლექცია განკუთვნილია ადრეული და საშუალო კარიერის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის, NCDC/MOH-ის თანამშრომლებისთვის, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის, კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი პროფესიონალებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, II საკონფერენციო დარბაზი.