საჯარო ლექცია  -  „სიცოცხლე ჩასახვიდან დაბადებამდე“ თსსუ-ში

საჯარო ლექცია - „სიცოცხლე ჩასახვიდან დაბადებამდე“ თსსუ-ში

2026 წლის 23 ივნისს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე – „სიცოცხლე ჩასახვიდან დაბადებამდე“.

ლექციას წაიკითხავს თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, III საკონფერენციო დარბაზი