საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  განცხადება კანცლერის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება კანცლერის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 
განცხადება 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
 კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თსსუ-ის კანცლერის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2023 წლის 3 ნოემბერს დაინიშნა კანცლერის არჩევნები.  კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი; დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; კანდიდატის სამოქმედო გეგმა.  

თსსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის)  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 23 ოქტომბერს და დასრულდება 2023 წლის 27 ოქტომბერს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00  საათიდან   16:00 საათამდე.  

მის.: ვაჟა-ფშაველას 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 206.  ტელ: 2 542443