საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნების  გამოცხადებისა და      დანიშვნის შესახებ


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 2 ნოემბრის # 3 გადაწყვეტილებით, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ასარჩევად 2022 წლის 22 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო      კომისიაში უნდა წარმოადგინონ:

განცხადება,
პირადობის მოწმობა, ან პასპორტი,
აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,      
ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის                შესახებ (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი).


ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 3 ნოემბერს და დასრულდება 2022 წლის 8 ნოემბერს.

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ., 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, 

ოთახი # 224