სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 29 სექტემბრის სხდომის #3 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა წარმომადგენლობითი საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნები.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 30 სექტემბერს და დასრულდება 2020 წლის 09 ოქტომბერს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მის. ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208, ტელ.: 2 542443