საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო   უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო  ფაკულტეტის საბჭოს   განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო  ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა

და დანიშვნის შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა არჩევნები. მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი;  მედიცინის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ ( პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);  კანდიდატის სამოქმედო გეგმა.  

დეკანობის კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 01 დეკემბერს და დასრულდება 2022 წლის 07 დეკემბერს.
რეგისტრაცია იწარმოებს  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.  

მის. ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 207, ტელ.  2 54 24 43.