საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 4 აპრილის #6 გადაწყვეტილების საფუძველზე აკადემიურ საბჭოში ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან წარმომადგენლის ერთ ვაკანტურ ადგილზე, 2019 წლის 7 მაისს დაინიშნა არჩევნები.
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) შესახებ.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 5 აპრილს და დასრულდება 15 აპრილს.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღისა და შაბათ-კვირის გარდა.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33ა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 207. ტელ- 2542443