საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს  გამოკლებული წევრების არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის  საბჭოს 2021 წლის 19 ოქტომბრის  #4  საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით  საბჭოში მედიცინის ფაკულტეტიდან ორი წარმომადგენლის ვაკანტურ ადგილზე  2021 წლის  18 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები. 

მედიცინის ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის  შესახებ.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 20 ოქტომბერს და დასრულდება  2021 წლის 02 ნოემბერს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე,  11:00  საათიდან   16:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.   

მის. ვაჟა-ფშაველას  გამზ N 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208. ტელ. 2 54 24 43